Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო





დასრულდა ტრენინგი --- ,,პროექტებით სწავლება". მომეცა შესაძლებლობა მესწავლა ის რაც ასე ძალიან მაინტერესებდა. დღეს ბლოგზე ავტვირთე ჩემი 9 დღის ნამოღვაწარი. მადლობა ტრენინგის ორგანიზატორებს და ტრენერს ამ შესაძლებლობისთვის. ამ ტრენინგზე განხორციელებული აქტივობები დამეხმარება პროფესიულ წინსვლაში, რაც უდავოდ გამოადგებათ ჩემს მოსწავლეებს თანამედროვე სამყაროში ადგილის დამკვიდრებასა და თვითრეალიზაციაში. 







Sunday, April 26, 2015

     განვიხილეთ მოსწავლეების სავარაუდო ნაშრომის შაბლონები. გავითვალისწინე რომელი ინსტრუმენტი გამომეყენებინა ნაშრომებისთვის და ავარჩიე დაკვირვების ცხრილი, ჩანაწერები.
     შაბლონების დათვალიერება და ტრენერის სავარაუდო ნაშრომები უფრო დამეხმარა პროექტის მიზნებისა და შედეგების დაკონკრეტებაში, რომელშც ფაქტობრივად მოსწავლის უნარები უნდა გამოვლინდეს.

Sunday, April 19, 2015

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იყო იმით რომ განვახორციელეთ დაწყვილების თამაშები. წყვილებმა გავაკეთეთ უკუკავშირის სიმულაციები. გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება მეწყვილის პროექტის მსვლელობის ირგვლივ. მივაწოდეთ ჩვენი მოსაზრებები და შენიშვნები. გავითვალისწინე მეწყვილის შენიშვნები და გავიგე უკეთსად როგორ დავსვა კითხვები.

Saturday, April 18, 2015

დრევანდელმა დღემ გვაჩვენა შეფასების დადებითი მნიშვნელობა.გავაკეთეთ შეფასების გეგმა. გავეცანით შეფასების ფორმებს,სტრატეგიებს, ინსტრუმენტებს. შეფასებები ხელს უწყობს მოსწავლეთა ცოდნის შემოწმებას, გვეხმარება სემდგომი მუშაობის დაგეგმვაში.შეფასება გვეხმარება,რათა სასწავლო პროცესი იყოს წარმატებული და პროგრესირებადი. კოლეგები  აქტიურად ვიღებდით მონაწილეობას ერთმანეთის შეფასების ინსტრუმენტების შერჩევაში.

Monday, April 13, 2015

 პროექტებს  დიდი მნიშვნელობა აქვს სასწავლო პროცესში. ის ხელს უწყობს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებას. იზრდება მოსწავლის მოტივაცია და დამოუკიდებლობა. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის სცენარი მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. პედაგოგები ძალიან ვეხმარებოდით ერთმანეთს.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი ჩემი აზრით  უკვე საინტერესოდ მიდის.